ექიმი - განწყობა არის ისეთი, რომ გაუმჯობესდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს პირობები - იქნებიან ადამიანები, ვისაც აღარ უნდათ მუშაობა და დატოვებენ კოლექტივს, ხოლო ვისაც სურვილი ექნება უკან დაბრუნდება, ამას არავინ შეეწინააღმდეგება

განწყობა არის ისეთი, რომ გაუმჯობესება მოხდეს იმ პირობებისა, რა პირობებშიც არის რესპუბლიკური საავადმყოფო და შემდგომში, როდესაც აშენდება ახალი, მსოფლიო სტანდარტების საავადმყოფო, რაც ყველასთვის გასახარია, გავაგრძელებთ იქ მუშაობას. რაც მთავარია, რესპუბლიკურის მომსახურება არ მოაკლდება არც ქალაქს, არც ქვეყანას და არც ერთ პაციენტს, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა კახი ხუციშვილმა საავადმყოფოსთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე განაცხადა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საავადმყოფოს იმ თანამშრომლებს, რომლებმაც კომპენსაციის მიღებაზე თანხმობა განაცხადეს, სურვილის შემთხვევაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნებათ.

„თუ შემდგომში ტერიტორიის ნაწილი გამოყენებული იქნება რაიმე საინვესტიციო გეგმებისთვის, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგები იქნება და ჩვენ წინააღმდეგობას ამაზე არ გავწევთ, პირიქით, ჩვენი ერთ-ერთი ვერსია იყო ასეთი და არც ველოდით, რომ ამ ვერსიას ასე კარგად მიიღებდნენ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ამ ყველაფერმა. რაც შეეხება თანამშრომლებს, რაღაც ნაწილს, ვისაც ხელი ჰქონდათ მოწერილი კომპენსაციაზე ის ჩაერიცხათ. იქნებიან ადამიანები, ვისაც აღარ უნდათ იქ მუშაობა და დატოვებენ კოლექტივს, და ვისაც ამის სურვილი ექნება უკან დაბრუნდება, ამას არავინ არ შეეწინააღმდეგება. შენობის მდგრადობის საკითხზე ვიტყვი, რომ ამჟამად საუბარი არ ყოფილა, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ფასადი ნამდვილად ავარიული იყო. ამ ფასადმა გამოიწვია პროცესების დაჩქარება. მე შემიძლია გითხრათ, რომ დღეს მიდგომა და განწყობა არის ისეთი, რომ გაუმჯობესება მოხდეს იმ პირობებისა, რა პირობებშიც არის რესპუბლიკური საავადმყოფო და შემდგომში, როდესაც აშენდება ახალი მსოფლიო სტანდარტების საავადმყოფო, რაც ყველასთვის გასახარია, გავაგრძელებთ იქ მუშაობას და რაც მთავარია, რესპუბლიკურის მომსახურება არ მოაკლდება არც ქალაქს, არც ქვეყანას და არც ერთ პაციენტს“,- განაცხადა კახი ხუციშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია