იენს სტოლტენბერგი - ნატო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რომლის ალიანსში წევრობა დროის საკითხია

ნატო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რომლის ალიანსში წევრობა დროის საკითხია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„პრეზიდენტმა პუტინმა ეს ომი დაიწყო, ვინაიდან ნატოს კარის დაკეტვა და უკრაინისთვის საკუთარი გზის არჩევის უფლების წართმევა სურდა. მაგრამ პირდაპირ საწინააღმდეგოს მიაღწია: უკრაინა ახლა უფრო ახლოსაა ნატო-სთან, ვიდრე ოდესმე აქამდე. ჩვენ გეხმარებით თქვენი ძალები უფრო თავსებადი გახადოთ მოკავშირეების ძალებთან. ერთად გავხსნით ანალიზის, სწავლებისა და განათლების ახალ გაერთიანებულ ცენტრს პოლონეთში. და ვაღრმავებთ ჩვენს პოლიტიკურ კავშირებს ნატო-უკრაინის საბჭოს მეშვეობით, სადაც კონსულტაციებს გავდივართ და ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. უკრაინა შევა ნატო-ში. საკითხია არა “თუ”, არამედ “როდის”. სანამ ამ დღისთვის გამზადებთ, ნატო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. თქვენი და ჩვენი უსაფრთხოებისთვის,” - განაცხადა სტოლტენბერგმა. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ბრძოლის ველზე ვითარება ძალიან სერიოზული რჩება, და მოკავშირეების მიერ ბოლო დღეებსა და კვირებში გამოცხადებული დახმარების პაკეტები აღნიშნა, რომლებიც „ისეთ საკვანძო საშუალებებს მოიცავენ, როგორებიცაა საარტილერიო ჭურვები, საჰაერო თავდაცვა და საბრძოლო კატერები”.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს