საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე და სასახლის ეზოში სახელმწიფო დროშა დაეშვა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხვალ, ორბელიანების სასახლეში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, რამდენიმე ღონისძიება გაიმართება, რომლებსაც ერთი საერთო ხაზი - თავისუფლებისათვის ბრძოლა და ქვეყნის სიყვარული აერთიანებს.

"ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან, ლიტერატურული ნაწილით გაიხსნება და მთლიანად დაეთმობა ქართველ მწერლებსა და გამომცემლებს.

ეკა ტოგონიძე, ნინია სადღობელაშვილი, კატო ჯავახიშვილი და ზვიად კვარაცხელია თავიანთ ნაწარმოებებს წარადგენენ და ისაუბრებენ როგორ გაიაზრა ქართულმა ლიტერატურამ საბჭოთა ოკუპაცია.

ორბელიანების სასახლეში გაიმართება კინოდოკუმენტალისტ გია ჭუბაბრიას ფილმის "გაფითრებული თებერვლის ლანდი“ ჩვენება, ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი, "მოძრაობის თეატრი“ საგანგებოდ ამ დღისთვის ოკუპაციის თემაზე შექმნილ პერფორმანსს წარადგენს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტმა 2010 წელს გამოაცხადა.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს