რუსთავში აფხაზეთის ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა

რუსთავში, აფხაზეთის ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

რუსთავის მერიის ცნობით, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პროექტის მიმდინარეობას მონიტორინგის მიზნით, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო.

აფხაზეთის ქუჩაზე, მე-7, მე-8 მიკრორაიონებს შორის და ლომოურის ქუჩასთან დამაკავშირებელ გზებზე, პროექტით სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაა გათვალისწინებული.

,,რუსთავში, აფხაზეთის ქუჩაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, პროექტი მოიცავს ორ უკვე არსებულ ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას და ერთი ახლის მოწყობას. ჩვენ, უკვე არსებული ქუჩების რეაბილიტაციის პარალელურად, სრულიად ახალ საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნაზეც ვზრუნავთ. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, ტრანსპორტისგან განიტვირთება ცენტრალური ქუჩები, ფეხით მოსიარულეთათვის კი გადაადგილება ბევრად უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდება. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარამდეა”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

საგზაო სამუშაოების პარალელურად კომპანია GWP-იმ აღნიშნულ ლოკაციაზე 500 მმ დიამეტრის მაგისტრალური წყალსადენი შეცვალა, მოეწყო ახალი წყალარინების ქსელი და ჩამკეტი ურდულები. ბუნებრივი გაზისა და ელექტრო კომუნიკაციები მოეწყო მიწისქვეშ. პროექტის ფარგლებში, აფხაზეთის ქუჩაზე ეწყობა სანიაღვრე ქსელი, გაკეთდა 500 მმ-ი დიამეტრის კოლექტორი, დღემდე აფხაზეთის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი არ არსებობდა.

პროექტის თანახმად, გზებზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, გაკეთდება ველობილიკები, ტროტუარები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, მწვანე სივრცეები.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, მისი ღირებულება 3 994 439 ლარია.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს