გიგა ბოკერია - ჩვენი დღევანდელი მტერი პირდაპირი მემკვიდრეა ბოროტებისა, რასაც იუნკრები შეეწირნენ - დღესაც იმავე ტიპის გამოწვევის წინაშე ვართ, ამ ისტორიულ მომენტში, უნდა მოვახერხოთ ქვეყნის შიგნით შეკვრა

ჩვენი დღევანდელი მტერი პირდაპირი მემკვიდრეა ბოროტებისა, რასაც იუნკრები და ის ადამიანები შეეწირნენ, ვისაც პატივს დღეს მთელი საქართველო მივაგებთ, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ისტორიულ მომენტში უნდა მოვახერხოთ ქვეყნის შიგნით შეკვრა.

“დღეს, მთელი საქართველო პატივს მიაგებს ადამიანებს, ვინც თავი შესწირეს ჩვენს პირველ რესპუბლიკას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, სახელმწიფოებრიობას, ჩვენს თავისუფლებას.

აქ ყოველ წელს ამოსვლის რიტუალი მნიშვნელოვანი რიტუალია, ზოგადად, რიტუალებს საზოგადოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამასთან, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ მოვეპყრობით დღეს იმ თავისუფლებას და სახელმწიფოებრიობას, რასაც ამ ადამიანებმა თავი შესწირეს. როგორ შევაფასებთ ჩვენ წარსულს და რაზე დავაყრდნობთ ჩვენს მომავალს. ყველა, ვინც საბჭოთა რუსეთის - ლენინს, სტალინის, ამ ბოროტების იმპერიის მემკვიდრეობას ცალსახა ბოროტებად არ აფასებს, ამ ადამიანების ხსოვნას აყენებს შეურაცხყოფას და ჩვენს მომავალ თავისუფლებას უქმნის საფრთხეს.

ჩვენი დღევანდელი მტერი პირდაპირი მემკვიდრეა ბოროტებისა, რასაც იუნკრები და ის ადამიანები შეეწირნენ, ვისაც პატივს დღეს მთელი საქართველო მივაგებთ. დღესაც, იმავე ტიპის გამოწვევის წინაშე ვართ, ამ ისტორიულ მომენტში უნდა მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის შიგნით შეკვრა, ჩვენი მტრისთვის ქვეყნის შიდა ეროვნული სხეულისა, არანაირი სივრცის არ დათმობა; თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრირებით, ჩვენი თავდაცვის გაძლიერებით, ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვა. ნებისმიერი სხვა ალტერნატიული გზა მტერთან რაიმე სახის დალაგების მცდელობის ისე, რომ ჩვენ არ ვიყოთ ძლიერები და თავისუფალი სამყაროს ნაწილი, არის კარგ შემთხვევაში თავის მოტყუება, ხოლო უარეს შემთხვევაში, მტრის საქმის პირდაპირ კეთება”, - განაცხადა ბოკერიამ.

საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში