უკრაინის საჰაერო ძალები - უკრაინელებმა რუსების გაშვებული 18 დრონიდან 16 გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წუხელ რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 18 უპილოტო საფრენი აპარატიდან 16 გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„25 თებერვლის ღამეს მოწინააღმდეგემ თავდასხმა Shahed-ის ტიპის 18 უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთის ფედერაციის პრიმორსკო-ახტარსკისა და ყირიმის ჩაუდას კონცხის ტერიტორიიდან განახორციელა“, - აცხადებენ საჰაერო ძალებში.

მათი ცნობით, თავდაცვის ძალების მობილურმა ჯგუფებმა და საჰაერო ძალების ავიაციამ ერთობლივი მოქმედების შედეგად პოლტავას, კიევის, ხმელნიცკის, ნიკოლაევის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში 16 დრონი გაანადგურეს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია