აშშ-ის საელჩო - აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული - შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა

აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული - საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ამ ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ მათ, ვინც საბჭოთა ოკუპაციას შეეწირა.

აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული.

საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია