პაატა მანჯგალაძე - თავისუფლებასა და სახელმწიფოებრიობას გაფრთხილება უნდა - დღევანდელი დღე ყველას გვაიძულებს, ვიფიქროთ ერთიანობაზე

დღეს ჩვენ მოვედით აქ გმირების დაფასებისთვის, თუ როგორი გაფრთხილება უნდა თავისუფლებას და სახელმწიფოებრიობას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ კოჯორში იუნკერთა მემორიალთან განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე ყველას გვაიძულებს, ვიფიქროთ ერთიანობაზე და არა დაპირისპირებაზე.

„რაც შეეხება "ქართულ ოცნებას“, ყველამ ვიცით ვინ არის, მაგრამ დღეს მაინც თავს შევიკავებ იმიტომ, რომ არსებობს დღეები, როცა პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს. ყველამ იცის, ვინც არის და რასაც წარმოადგენს „ქართული ოცნება“, მაგრამ დღევანდელი დღე ყველას გვაიძულებს, ვიფიქროთ ერთიანობაზე და არა დაპირისპირებაზე და პარტიულ კინკლაობაზე“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, 2024 წლის 25 თებერვალს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 103 წელი გავიდა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა