პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„2024 წლის 25 თებერვალს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 103 წელი გავიდა.

იუნკერები 1921 წლის 18-25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს