კახა კალაძე - წინაპრების არა კალმით, არამედ საქმით დაწერილმა ანდერძმა უნდა შეგვაძლებინოს, მეტად განვავითაროთ ქვეყანა და აღვადგინოთ  ტერიტორიული მთლიანობა - საჭიროა ერთიანობა და ერთობით სვლა მიზნისკენ

წინაპრების არა კალმით, არამედ საქმით დაწერილმა ანდერძმა უნდა შეგვაძლებინოს, მეტად განვავითაროთ ქვეყანა და აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

კალაძე ეხმაურება საბჭოთა ოკუპაციის დღეს და აცხადებს, რომ ეს დღე მიგვითითებს უმთავრეს ღირებულებაზე, რაზეც დგას საქართველო.

კალაძე ერთიანობის საჭიროებას უსვამს ხაზს.

„დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა. დღე, რომელიც ერთი მხრივ, გვახსენებს ოკუპაციის იმ შედეგებს, რომელმაც ათწლეულებით შეაფერხა ქვეყნის განვითარება და დააშორა იგი ევროპულ არჩევანს. მეორე მხრივ კი, მიგვითითებს იმ უმთავრეს ღირებულებაზე, რაზეც დგას საქართველო და რამაც აქამდე მოგვიყვანა - ესაა სამშობლოს, მოყვასისა და თავისუფლების სიყვარული.

ამ სიყვარულით იბრძოლეს ჩვენმა ჯერ კიდევ ნორჩმა წინაპრებმა და თავი შესწირეს იმ უმთავრესს, რისიც სწამდათ. სწორედ მათმა მაგალითმა, მათმა დანატოვარმა და არა კალმით, არამედ საქმით დაწერილმა ანდერძმა უნდა შეგვაძლებინოს, მეტად განვავითაროთ ქვეყანა და აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა.

ამისთვის საჭიროა ერთიანობა და ერთობით სვლა იმ მიზნისკენ, რომელსაც გამთლიანებული, განვითარებული და ძლიერი საქართველო ჰქვია”, - წერს კალაძე.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია