რიში სუნაკი - დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერაში მეტი გაბედულება უნდა გამოიჩინოს - როგორც ჩანს, მოდად იქცა იმის გამოცხადება, რომ უკრაინა, განწირულია წაგებისთვის, მაგრამ ეს უბრალოდ არასწორია

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერაში უფრო გაბედული უნდა იყოს, რათა ქვეყანას მეტი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, დრონები და საბრძოლო მასალა მიაწოდოს და რუსული სამხედრო წინსვლა აღკვეთოს.

”პუტინის რუსეთი აგრძელებს გლობალური უსაფრთხოებისთვის უდიდესი საფრთხის შექმნას. ეს ომი აჩენს ფუნდამენტურ კითხვას იმის შესახებ, არის თუ არა დასავლეთი მზად, გააკეთოს ის, რაც საჭიროა ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად“, - წერს სუნაკი ბრიტანულ The Sunday Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

სუნაკის თქმით, მისი ქვეყანა და დასავლელი დემოკრატიული მოკავშირეები არ უნდა დამორჩილდნენ მზარდ პესიმიზმს, რომელიც არსებობს მოსკოვის დამარცხებაში კიევის შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

„როგორც ჩანს, მოდად იქცა იმის გამოცხადება, რომ უკრაინა, რატომღაც, განწირულია წაგებისთვის, მაგრამ ეს უბრალოდ არასწორია. დიახ, უნდა ვიყოთ რეალისტები, მაგრამ არასოდეს არ დავუჭიროთ მხარი მარცხის მიმღებლობას, რაც მხოლოდ პუტინის მიზნებს ემსახურება“, - აღნიშნა სუნაკმა.

მისივე თქმით, დასავლეთმა ასევე უნდა გამოიჩინოს მეტი გაბედულება რუსული აქტივების ჩამორთმევის კუთხით.

„ეს იწყება მილიარდების პროცენტის აღებით, რომელსაც ეს აქტივები აგროვებს, და უკრაინაში გაგზავნით“, - აღნიშნა სუნაკმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი