ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  ომში 31 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

ომში 31 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. შესაბამისი განცხადება კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.

ზელენსკიმ უარყო რუსული მონაცემები, რომელიც უკრაინელ დანაკარგებს ეხება.

"ამ ომში ოცდათერთმეტი ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. არა 300 000, ან 150 000, როგორც პუტინი და მისი მატყუარა წრე იტყუება, მაგრამ თითოეული ჩვენთვის დიდი დანაკარგია. დაიღუპა 180 000 რუსი",- დასძინა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილებში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს