პრეზიდენტი - ეს არჩევნები ერთგვარად იქნება: „ევროპა, თუ არა ევროპა“ - ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ

ამ არჩევნების ირგვლივ იმ შავბნელი ძალების სასწაული ბრძოლა იქნება, რომლებსაც არ სურთ არც საქართველოს დამოუკიდებლობა, არც საქართველოს სუვერენობა, არც საქართველოს ევროპულობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეიზდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოქტომბრის არჩევნები იქნება: "ევროპა თუ არა ევროპა".

ღონისძიებაზე მოწვეულ ახალგაზრდებსა და სტუდენტებს პრეზიდენტმა მიმართა, რომ უნდა იყვნენ მობილიზებული.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, ამასთან არაფრის უნდა გვეშინოდეს.

"19 თებერვლიდან 25 თებერვლამდე ვნების კვირაა და უცნაურია, რომ 25 თებერვალი სწორედ პარასკევია. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავამარცხეთ 25 თებერვალი და დავამარცხეთ იმით, რომ დღეს საქართველო არის არა მხოლოდ დამოუკიდებელი, არა მხოლოდ სუვერენული ქვეყანა, არამედ უკვე ევროკავშირის კანდიდატი. და ეს ალბათ ყველაზე დიდი გამარჯვებაა, მაგრამ არ დაიჯეროთ, რომ ასეთი გამარჯვებები არ იწვევს თავის რეაქციებსა და სხვა, ახალ მცდელობებს, ამიტომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვახსოვდეს 25 თებერვალი, გვახსოვდეს რა ძალები გვებრძოდნენ მაშინ და რა ძალები გვებრძვიან დღეს.

ჩვენ ახლა, ძალიან რთულ პერიოდში შევდივართ, როცა ვამზადებთ არჩევნებს, რომლებიც (ყველა გვეუბნება და) ჩვენც კარგად ვიცით გადამწყვეტი იქნება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ანუ მოლაპარაკებების გახსნის შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ, ამიტომ ამ არჩევნების ირგვლივ ყველა იმ შავბნელი ძალების სასწაული ბრძოლა იქნება, რომლებსაც არ სურთ არც საქართველოს დამოუკიდებლობა, არც საქართველოს სუვერენობა, არც საქართველოს ევროპულობა.

ამიტომ, ეს არჩევნები ერთგავრად იქნება: - ,,ევროპა, თუ არა ევროპა“ - ამ ტიპის არჩევნები და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ: რუსული პროპაგანდის გააქტიურებისათვის, რომელსაც უკვე ვხედავთ; პრორუსული ჯგუფების გააქტიურებისთვის, რომელსაც ასევე ვხედავთ, შეიძლება თავის თავს ასე არ უწოდებენ, მაგრამ ჩანს, რაც არიან და ასეთები ბევრი იქნება და მათი დაფინანსება ალბათ, არ გაუჭირდებათ.

მთავარი, რაც მინდა გითხრათ: - უნდა იყოთ მობილიზებულნი. ეს თქვენი ქვეყანაა, თქვენი მომავალი და თქვენი სახელმწიფო. უნდა იყოთ მობილიზებულნი და ფხიზლად და რაც მთავარია, უნდა აკეთოთ თქვენი საქმე. მაგრამ ხალხის მობილიზაცია, ახალგაზრდების მობილიზაცია არის ის, რასაც რეალურად შეუძლია დაამარცხოს ყველა სხვა მცდელობა, რაც შეიძლება იყოს. მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს! ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია