რომის პაპი - ვითხოვ, მოიძებნოს ადამიანობა, რომელიც ხელს შეუწყობს უკრაინაში მიმდინარე ომის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის პირობების შექმნას

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას პირობები უკრაინაში მიმდინარე ომის დიპლომატიური გზით გადაწყვეტისთვის.

„24 თებერვალს მწუხარებით გავიხსენეთ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავი. რამდენი მსხვერპლი, დაჭრილი, ნგრევა, ტანჯვა, ცრემლი იყო ამ პერიოდში, რომელიც საშინლად გრძელი ხდება და დასასრული ჯერ კიდევ არ ჩანს! ეს არის ომი, რომელიც არა მხოლოდ ევროპის ამ რეგიონს ანადგურებს, არამედ ზრდის შიშისა და სიძულვილის გლობალურ ტალღას“, - განაცხადა რომის პაპმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე.

მისი თქმით, ლოცულობს უამრავი უდანაშაულო მსხვერპლისთვის, რომელიც ამ ომს შეეწირა.

„ვითხოვ მოიძებნოს ადამიანობა, რომელიც ხელს შეუწყობს დიპლომატიური გადაწყვეტის პირობების შექმნას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, - აღნიშნა რომის პაპმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს