ირაკლი კობახიძე - წელს უნდა უზრუნველვყოთ უნივერსიტეტების 2-3 ათასი კურსდამთავრებულის მიერ სულ მცირე, ოთხ თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა სახელმწიფო სტრუქტურებში

ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობის მინიჭების შესახებ კანონის აღსრულება საპილოტე რეჟიმში წელსვე დაიწყება - მინდა ვთხოვო განათლების მინისტრს, ფინანსთა მინისტრთან კოორდინაციით, მთავრობის შემდეგი სხდომისთვის უკვე წარმოადგინოთ დეტალური გეგმა რომლის საფუძველზეც, ახალგაზრდები, კურსდამთავრებულები გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას, როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალურ და კერძო სტრუქტურებში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, "წელს უნდა უზრუნველყოთ უნივერსიტეტების სულ მცირე, 2-3 ათასი კურსდამთავრებულის სულ მცირე, 4-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა სახელმწიფო სტრუქტურებში".

"პარლამენტმა მოგეხსენებათ შარშან მიიღო კანონი ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობის მინიჭების შესახებ. ეს კანონი საჭიროებს ეფექტიან აღსრულებას და მინდა გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ კანონის აღსრულება საპილოტე რეჟიმში წელსვე დაიწყება. წელს უნდა უზრუნველყოთ უნივერსიტეტების სულ მცირე 2-3 ათასი კურსდამთავრებულის სულ მცირე 4-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა სახელმწიფო სტრუქტურებში. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე ახალგაზრდებს უნდა მივცეთ საშუალება მუნიციპალურ და კერძო სტრუქტურებში გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება. მინდა ვთხოვო განათლების მინისტრს ფინანსთა მინისტრთან კოორდინაციით მთავრობის შემდეგი სხდომისთვის უკვე წარმოადგინოთ დეტალური გეგმა რომლის საფუძველზეც, ახალგაზრდები, კურსდამთავრებულები გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე მუნიციპალიტეტებში და ასევე, თანამშრომლობის საფუძველზე კერძო სექტორში",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს