შალვა პაპუაშვილი ბერლინის კინოფესტივალზე - სამწუხაროდ, რადიკალური პარტია „ლელოს“ ინიცირებით მოხდა რაღაც ალტერნატიული სტენდების წარმოდგენა, არ ეკადრება ეს ქართულ კულტურას

პოლიტიკას, სამწუხაროდ, ეწირება ხოლმე ჩვენი კულტურის ინტერესები - სამწუხაროდ, ვნახეთ ის, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლობასთან ერთად, რადიკალური პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ინიცირებით მოხდა რაღაც ალტერნატიული სტენდების წარმოდგენა, არ ეკადრება ეს ქართულ კულტურას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ მამუკა ხაზარაძის შვილის, ანა ხაზარაძის საპროდიუსერო კომპანიის ფილმმა "გზაჯვარედინზე", ბერლინის კინოფესტივალზე ლგბტ ფილმებისთვის განკუთვნილი ჯილდო The Teddy Award მიიღო.

მისივე განცხადებით, მან არ იცის „ასეთი რამ ადრე თუ მომხდარა“.

„ზოგადად, პრობლემურად მიმაჩნია ის, რომ პოლიტიკური პარტია ერევა იმაში თუ როგორ უნდა იყოს წარმოჩენილი ქართული ხელოვნება საზღვარგარეთ. თავად ეს პირდაპირი ძირის გამოთხრა ქართული კულტურისთვის, როდესაც ორი სტენდით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ვფიქრობ, ეს არის არაპატრიოტული ქცევა, არ ეკადრება ქართულ კულტურას. ჩანს კიდევ ერთხელ, რომ პოლიტიკას, სამწუხაროდ, ეწირება ხოლმე ჩვენი კულტურის ინტერესები. ასეთი რამ არ ვიცი, ადრე თუ მომხდარა. ასეთ რამეს საქართველოში არასდროს არ იკადრებდნენ. სამწუხაროდ, ვნახეთ ის, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლობასთან ერთად, რადიკალური პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ინიცირებით მოხდა რაღაც ალტერნატიული სტენდების წარმოდგენა. არ ეკადრება ეს ქართულ კულტურას და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ფაქტი მოხდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ