ილია დარჩიაშვილი ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 55-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვა

2024 წლის 26 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი დაესწრება გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 55-ე სესიას და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრი ისაუბრებს საქართველოს 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე და ქართული მხარის ძალისხმევასა და გადადგმულ ნაბიჯებზე მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების უფლებების დაცვის მიმართულებით.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით.

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან და კოლეგა მინისტრებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა