მიხეილ დაუშვილი - „ნაცმოძრაობას“ არანაირი უფლება არ გააჩნია, რომ სასამართლო სისტემაზე საუბრობდეს, არათუ რაიმე ე.წ. რეფორმებს ატარებდეს

„ნაცმოძრაობას“ არანაირი უფლება არ გააჩნია, რომ სასამართლო სისტემაზე საუბრობდეს, არათუ რაიმე ე.წ. რეფორმებს ატარებდეს, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა "ვეტინგის" სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობს და მას სასამართლო სისტემაში ძალაუფლების გამტკიცებაში ეხმარება. დაუშვილი ამის დასტურად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის საკითხს იხსენებს.

"არც ერთი მოდელი, სადაც ჩვენ დავინახავთ მცდელობას, რომ "ნაცმოძრაობამ" რაღაცა ე.წ. რეფორმა უნდა გაატაროს სასამართლო სისტემაში, ჩვენთვის მისაღები არ იქნება. საერთოდ უნდა გვესმოდეს, რომ სისტემა, რომელიც დღეს არსებობს, არის "ნაცმოძრაობის" შექმნილი და ისიც უნდა გვესმოდეს, რომ მათ განსაკუთრებით, შარშანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, არანაირი საფუძველი და უფლება არ გააჩნიათ, რომ სასამართლო სისტემაზე საუბრობდნენ, არათუ რაიმე ე.წ. რეფორმებს ატარებდნენ. მარტივი მიზეზის გამო. ერთი მხრივ, ლაპარაკობს რეფორმაზე და მეორე მხრივ, როცა "ოცნებას" დასჭირდა, რომ სასამართლო სისტემაში თავისი ძალაუფლება განემტკიცებინა, ამ დროს "ნაცმოძრაობა" იყო, ვინც მას მხარი დაუჭირა. გაგახსენებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის საკითხს. ამის მერე რა სასამართლო რეფორმაზე ლაპარაკობენ? როცა ხელისუფლებაში იყვნენ, გააკეთეს ის, რაც გააკეთეს და ხელისუფლებაში არ არიან, ვითომ ოპოზიციაში არიან, სინამდვილეში „ოცნებას“ ეთანამშრომლებიან და სასამართლო სისტემაში ძალაუფლების გამტკიცებაზე ეხმარებიან და თან რაღაცა რეფორმებზე საუბრობენ. ამიტომ, რასაც "ნაცმოძრაობა" გვთავაზობს, ჩვენთვის მიუღებელია," - განაცხადა დაუშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა წინადადება „ვეტინგის“ სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლეების მიერ ე.წ. კეთილსინდისიერების ტესტის გავლას გულისხმობს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში