შალვა პაპუაშვილი - ჩინეთის მიერ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესება ხაზს უსვამს მათ დამოკიდებულებას ხალხისა და ქვეყნის მიმართ - განსაკუთრებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მოვუწოდებ, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი შემოიღონ

ის ფაქტი, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოსთან დაკავშირებით უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება მიიღო, ხაზს უსვამს მათ დამოკიდებულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კარგი იქნება სხვა ქვეყნებიც თუ მიიღებენ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას.

„ბევრი არ არის ის ქვეყანა, რომელსაც ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა აქვს. ის ფაქტი, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოსთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება მიიღო, ხაზს უსვამს მათ დამოკიდებულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ, რომელიც დოკუმენტურად ჯერ კიდევ ახალგაზრდაა ამ მხრივ, თუმცა უკვე ბევრი ასეთი შედეგი გამოიღო. ეს პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს პასპორტის სიძლიერე იცით, რომ წლიდან წლამდე იმატებს. ამიტომ ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, მოვუწოდებ, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი შემოიღონ. საქართველოში სულ 3.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. არ მგონია ისეთი ბევრნი ვიყოთ, რომ რომელიმე ქვეყანას ჩვენ მიმართ რაიმე კითხვის ნიშნები და შიშები ჰქონდეთ, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში ჭარბად გადასვლა მოხდება. კულტურული კავშირებისთვის, ადამიანებს შორის კავშირებისთვის, უვიზო მიმოსვლას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ ვნახეთ, რომ მას შემდეგ რაც ევროკავშირმა ჩვენთვის საკუთარი საზღვრები უვიზოდ გახსნა, რა შესაძლებლობები მიეცათ ჩვენს ახალგაზრდებსა და მოქალაქეებს, იმოგზაურონ ევროკავშირში, ისწავლონ და ამით უფრო დაახლოვდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებთან. როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნებიც მიიღებენ, ეს უფრო გააძლიერებს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობას. ეს ასევე გულისხმობს ეკონომიკურ ურთიერთობების ინტენსივობას, როცა ქვეყნებს შორის მიმოსვლა არის ადვილი. ეს აადვილებს კონტაქტებსაც, კავშირებსაც, რაც შემდეგ უკვე გადაიზრდება და გადაითარგმნება ეკონომიკურ ურთიერთობებში და საქართველოში უფრო მეტ ინვესტიციებში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ჩინეთში 30 დღე დაყონ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია