იაგო ხვიჩია „ვეტინგის“ სისტემაზე - „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთ წევრს ენა წინ გაურბის და ისეთ „გამოსავლებს“ ლაპარაკობს, რომლის არც ახსნა და არც დასაბუთება არ შეუძლია - მიზეზი არის უფანტაზიობა და უპრინციპობა

„ნაცმოძრაობის“ ზოგიერთ წევრს ენა წინ გაურბის და ზოგადად, ისეთ „გამოსავლებს“ ლაპარაკობს, რომლის არც ახსნა და არც დასაბუთება არ შეუძლია - მიზეზი არის უფანტაზიობა და უპრინციპობა, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „ვეტინგის“ სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თემით, "ვეტინგის“ სისტემის შემოღება შინაარსობრივადაც სისულელეა.

"მე ზოგადად, მივესალმები მიხეილ სააკაშვილის მიდგომას ამ თემასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ არ ერევა ძალოვანი უწყებებისა და სასამართლოს დაკომპლექტებაში. მე მგონია, რომ "ნაცმოძრაობის" ზოგიერთ წევრს ენა წინ გაურბის და ზოგადად ისეთ გამოსავლებს ლაპარაკობს, რომლის არც ახსნა და არც დასაბუთება არ შეუძლია. შინაარსობრივადაც სისულელეა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში არსებობს ეს. სისულელეა, იმიტომ რომ ხალხს უთხრა ახლა "ქოცები" არ დანიშნავენ მოსამართლეებს და აწი ჩვენ დავნიშნავთ, მე მგონი, შვება არავისთვის არაა, მით უმეტეს, როცა ამას "ნაციონალური მოძრაობა" და მისი მეგობარი ოპოზიციონერები ამბობენ. მიზანი არ ვიცი რა არის, მაგრამ მიზეზი არის უფანტაზიობა და უპრინციპობა. უფანტაზიობა იმიტომ, რომ სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და უპრინციპობა იმიტომ, რომ სხვა რამეს მოაწერეს ხელი ჩვენთან და ახლა სხვა რამეს უწევენ პოპულარიზაციას," - აცხადებს ხვიჩია.

მან, ასევე, ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეხვედრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილისაგან მის პარტიას მოწვევა არ მიუღია.

"ჩვენ შეთავაზება ჯერჯერობით არ მოგვიღია. მოგეხსნებათ, ბოლო პერიოდში ჩვენ პრეზიდენტის კრიტიკოსები ვართ და არ ვუყვარვართ. აქედან გამომდინარე, არც მაინცდამაინც დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ მოგვიწვევენ, თუმცა რასაკვირველია, მონაწილეობას მივიღებთ,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია