ლევან დავითაშვილი - საუბარი საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ გუნდსა და რუსეთს შორის რაიმე ტიპის კავშირზე უსაფუძვლო და მიუღებელია

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საუბარი საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ გუნდსა და რუსეთს შორის რაიმე ტიპის კავშირზე უსაფუძვლო და მიუღებელია. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ცალსახად, აბსოლუტურად უსაფუძვლო, მიუღებელი და უპასუხისმგებლოა, როცა საუბრობენ საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ გუნდსა და რუსეთს შორის რაიმე ტიპის კავშირზე. ჩვენი პოლიტიკით არაერთხელ დავამტკიცეთ ჩვენი კურსის პრიორიტეტულობა, რაც დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობას და ევროპულ ინტეგრაციას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას საქმით აქვს დამტკიცებული და ნაჩვენები, საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით კითხვა არც ექნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა