ირაკლი ქადაგიშვილი - სალომე ზურაბიშვილი რომ საზღვარგარეთ ცხოვრობდა, მე აქ რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოდი, ამიტომ ცოტა მეტი კონკრეტიკა მისგან და ნაკლები პროვოკატორობა

სალომე ზურაბიშვილი რომ საზღვარგარეთ ცხოვრობდა, მე აქ რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოდი, ამიტომ ცოტა მეტი კონკრეტიკა მისგან და ნაკლები პროვოკატორობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რუსეთის მხრიდან არჩევნებში შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებებისას აღნიშნა.

მან პრეზიდენტს კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებისაკენ მოუწოდა, თუ ვინ არის ის, ვინც საქართველოს ბედის შავბნელად შემოტრიალებას ცდილობს

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი არჩევნების დისკრედიტაციას ეწევა და პრეზიდენტის ეს განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ „დამარცხებული არჩევნების შემდეგ რევოლუციური სცენარის გათამაშებას აპირებენ".

„პირველ რიგში ვეტყვი ქალბატონ პრეზიდენტს, რომ საქართველოს რა უნდა დიდი ხნის წინ აქვს გადაწყვეტილი. ამიტომ თუ საქართველოს პრეზიდენტი თავის გზავნილებში პროვოკაციულ შინაარსს ცოტათი შეარბილებს, უკეთესი იქნება. თუ ვინ არის ის, ვინც საქართველოს ბედი შავბნელად შემოატრიალოს, ამაზე კონკრეტულად იტყვის, უკეთესი იქნება პრევენციის გატარების მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე მგონია, რომ მისი ეს განცხადებები, მისი მოწოდებები ახალგაზრდების მიმართ, რომ უნდა დავიცვათ ახლა ჩვენ რაღაცა, არის ის, რომ არჩევნებში დამარცხება გარდაუვლად მიაჩნია. ის ხომ დიდი ხანია უკვე რადიკალური ოპოზიციის სიაშია ჩაწერილი, ამიტომ რაც აქამდე გვინახავს დამარცხებული არჩევნების შემდეგ რევოლუციური სცენარის გათამაშებას აპირებენ.

ის უკვე რამდენიმეჯერ აკეთებს განცხადებას არჩევნების დისკრედიტაციის მიმართულებით და დაკონკრეტდეს. ის, რომ რუსეთი საქართველოში შემოიჭრა 1921 წლის 15 თებერვალს კარგად ვიცით და მის შემდეგ ისტორიაც კარგად ვიცით. ეგ რომ საზღვარგარეთ ცხოვრობდა, მე აქ რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოდი და ეგეც კარგად ვიცი, ამიტომ ცოტა მეტი კონკრეტიკა მისგან და ნაკლების პროვოკატორობა," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი