პაველ ჰერჩინსკი - ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ბრძოლა უცხოური მანიპულაციის წინააღმდეგ არის ნომერი პირველი ნაბიჯი - განსაკუთრებით დეზინფორმაცია, რომლის სამიზნეც ევროკავშირი და ზოგადად, დასავლეთია

ჩვენ ველით საქართველოსგან, ისევე როგორც სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის მაჩვენებელი თანხვედრის ეს მაჩვენებელი 100 პროცენტთან რაც შეიძლება მიახლოებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

„ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ბროლა უცხოური მანიპულაციის წინააღმდეგ არის ნომერი პირველი ნაბიჯი, განსაკუთრებით დეზინფორმაცია, რომლის სამიზნეც ევროკავშირი და ზოგადად, დასავლეთია. ჩვენ ამ კუთხით ვხედავთ გარკვეულ გაუმჯობესებას მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ეს ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო ევროკავშირის მხრიდან. მაგრამ წელს, როდესაც საქართველოში, ისევე როგორც ევროკავშირში, არჩევნები ახლოვდება, რა თქმა უნდა, გაიზრდება დეზინფორმაცია, რომლის სამიზნეც ევროკავშირია“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მზადაა იმუშაოს ყველასთან იმისთვის, რომ ხელი შეუწყო საქართველოს მოქალაქეების უკეთ ინფორმირებას.

„ჩვენ გვსურს ვიმუშაოთ ყველასთან, რათა დავუპირისპირდეთ დეზინფორმაციას, რათა საქართველოს მოსახლეობა იყოს კარგად ინფორმირებული ომის შესახებ, თუ რა არის ევროკავშირი რას ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანება“, - აღნიშნა დიპლომატმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია