ევროკავშირის ელჩი - ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს

ჩვენ, ევროკავშირი, არ ვერევით არჩევნებში, არ ვუჭერთ მხარს რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, მაგრამ ის, რასაც ჩვენ აშკარად ვუჭერთ მხარს, არის არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს, რომელშიც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, საკუთარი საარჩევნო პროგრამა წარადგინოს.

„მხარს ვუჭერთ თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს, რომელშიც ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში ექნება შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი საარჩევნო პროგრამა, იბრძოლოს ამომრჩევლებისთვის, რათა მომავალი პარლამენტი ძალიან კარგად წარმოაჩენდეს საქართველოს მოსახლეობის აზრთა სხვადასხვაობას“, - აღნიშნა ელჩმა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა