ლევან ხაბეიშვილი - ჩვენი ათასობით თანამოქალაქე დგას რიგში, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას ხელი მოაწეროს

ჩვენი ათასობით თანამოქალაქე დგას რიგში, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას ხელი მოაწეროს. 2024 წლის არჩევნებზე მნიშვნელოვანია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი, რათა არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდეს, ამის უზრუნველყოფა კი სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილთან 100 000 ხელმოწერის წარდგენას აპირებენ, რათა სააკაშვილის გათავისუფლება მოხდეს.

„ჩვენი ათასობით თანამოქალაქე დგას რიგში, რათა პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას ხელი მოაწეროს. არჩევნები მინიმალურად სამართლიანი რომ იყოს და შეჯიბრებითობის პრინციპი დაცული იყოს, მნიშვნელოვანია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იყოს. ამას ითხოვს საზოგადოება, ყველა ხედავთ ამ ადამიანების აქტივობას. ჩვენ ვაპირებთ 100 000-ზე მეტი ხელმოწერის შეგროვებას და მიმართვას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის, რომ მან არჩევნებისთვის მინიმალურად სამართლიანი გარემო უზრუნველყოს და ივანიშვილის მთავარი ოპონენტი, მოწინააღმდეგე პრეზიდენტ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. წარმოუდგენელია რაიმე შეჯიბრი, სადაც ორი, ან უფრო მეტი კონკურენტი მონაწილეობას იღებს და ერთი პირდაპირი მნიშვნელობით, უბრალოდ მოპარულია და ივანიშვილი უსამართლოდ ამყოფებს პატიმრობაში. მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია