სადგურის მოედანზე მოიჯარეებმა გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით აქცია გამართეს

თბილისში, სადგურის მოედანზე მოიჯარეებმა გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მათთვის იჯარის გადახდა „ფიზიკურად შეუძლებელია".

„ჩვენი მოთხოვნაა იყოს მოწესრიგებული, ნორმალური ბაზრის ტერიტორია, ვიარსებოთ და ვიმუშაოთ. არ იყოს გარევაჭრობა.

ჩვენ ვართ დაზარალებულები იმით, რომ ვერ ვიხდით იჯარას. გარეთაა ბაზრობა მთლიანად მოწყობილი. თუ ეს ასეა მიღებული, მაშინ ამოვალთ ჩვენც და აღარ გადავიხდით იჯარას. ფიზიკურად შეუძლებელია მისი გადახდა იმიტომ, რომ ხალხი ჩვენთან არ ჩამოდის",- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია