სოფო ჯაფარიძე - მოქალაქეები ითხოვენ, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად დავაყენოთ დასავლურ რელსებზე!

მოქალაქეები ითხოვენ, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად დავაყენოთ დასავლურ რელსებზე! - ამის შესახებ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამტრედიაში არ წყდება იმ პეტიციაზე ხელმოწერის მსურველთა ნაკადი, რომლითაც ისინი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას სთხოვენ.

„ახლა ვიმყოფებით სამტრედიაში, წარმოუდგენელია რაც ყველგან ხდება. დილიდან არ ჩერდება ხალხის მსვლელობა, მოდიან და სალომე ზურაბიშვილისგან მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. ითხოვენ იმას, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და რაც შეიძლება სწრაფად ჩვენი ქვეყანა დავაყენოთ დასავლურ რელსებზე, რადგან სხვა შემთხვევაში, ეს ფიზიკურად შეუძლებელია. ასეთი მდგომარეობა არის მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველდღიურად ჩავდივართ სხვადასხვა ქალაქში და ასეთი დაუსრულებელი მსვლელობაა ხალხის. რიგები დგას, მოდიან და ასე ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

სოფო ჯაფარიძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს