Georgian Wings-მა თბილისი - კიშინაუს მიმართულებით საინაუგურაციო ფრენა შეასრულა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულებამ Georgian Wings-მა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან მოლდოვას, კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველი, რეგულარული ფრენა შეასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველი რეგულარული ფრენისადმი მიძღვნილი ღონისძიება, კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო ვითარებაში წარიმართა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განმარტებით, ღონისძიებას როგორც Georgian Wings-ის ხელმძღვანელი, ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოლდოვას რესპუბლიკაში ლევან დიასამიძე, კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტის და Georgian Wings-ის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Georgian Wings-ის პრეზიდენტის შალვა კიკნაძის განცხადებით, „ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი იწყებს ახალ მიმართულებას თბილისი-კიშინაუ-თბილისი კვირაში 2 სიხშირით. მისივე თქმით, გადაწყვეტილება კიშინაუს მიმართულებით ფრენების დაწყების თაობაზე, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე იქნა მიღებული. როგორც შალვა კიკნაძემ განაცხადა, აღნიშნული ფრენა უფრო დააახლოებს საქართველოსა და მოლდოვას და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის ზრდას.

„ვულოცავთ ჩვენს წევრ კომპანია „Georgian Wings”-ს ახალ ფრენას კიშინაუს მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნესის განვითარებისა და ოპერირების არეალის გაფართოების, ასევე ქვეყნებს შორის ტურისტული პოტენციალის ზრდის თვალსაზრისით. ვფიქრობ, მსგავსი სიახლეები პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, Georgian Wings-ი დღეიდან ფრენებს თბილისი-კიშინაუ-თბილისის მიმართულებით, ყოველ სამშაბთს და შაბათ დღეს, რეგულარულად კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს.

ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ.გვერდის მეშვეობით georgianwings.com, ასევე ავია სალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია