სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში ორბელიანების სასახლეში მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. პრეზიდენტის სასახლეში ცოტა ხნის წინ მივიდნენ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი, "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ხელმძღვანელი, გურამ იმნაძე და სხვები.

მათ მათ შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ასევე შეხვდა საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავასა და "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძეს. მათი განცხადებით, პრეზიდენტთან საუბრის მთავარი თემა იყო ევროკომისიის მიერ დათქმული 9 რეკომენდაცია და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია