საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ისტორიკოს ალექსანდრე ნონეშვილს 70 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, დიზაინის საერთაშორისო სკოლის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, ცნობილ ისტორიკოსს, არქოლოგსა და მკვლევარს, ისტორიის აკადემიურ დოქტორს, სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის პროფესორს, აკადემიური საბჭოს წევრს - ალექსანდრე (სანდრო) ნონეშვილს 70 წლის იუბილეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ცნობილ მკვლევარს, ისტორიკოსსა და არქეოლოგს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის პროფესორს, აკადემიური საბჭოს წევრს, ერუდიციითა და პიროვნული თვისებებით გამორჩეულ კოლეგასა და შესანიშნავ პედაგოგს, ახალგაზრდების საუკეთესო თაობების აღმზრდელს - სანდრო ნონეშვილს 70 წელი შეუსრულდა.

სანდრო ნონეშვილი ერთ-ერთია ჩვენს საუნივერსიტეტო სივრცეში, რომელიც სტუდენტებს შორეული თუ უახლესი წარსულის ფაქტებს, მოვლენებსა და გზავნილებს, ისტორიულ მოღვაწეთა შესახებ ცნობებს უბადლოდ და დროულად აწვდის, წარსული გამოცდილების გაზიარებით უმდიდრებს თვალსაწიერს სწორედ იმ მიზნით, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ დღეს არსებული უმთავრესი გამოწვევების მასშტაბურად შემეცნება-გააზრება, ახალი პოლიტიკური ლადშაფტის გლობალურ ჭრილში აღქმა, ისტორიის გამოყენება იმ ერთ-ერთ საჭირო და აუცილებელ ინსტრუმენტად, რაც ახალ თაობას უბიძგებს იბრძოლოს, იღვაწოს იმისათვის, რომ ქართულმა სახელმწიფომ ევროპულ ოჯახსა და საერთაშორისო სივრცეში ღირსეულად შეძლოს პოზიციონირება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავთ სანდრო ნონეშვილს 70 წლის იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს სამეცნიერო-აკადემიურ კარიერაში“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მილოცვაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში