თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიება გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტებისა და საექთნო საქმისა და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსსუ-ის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები 320-მა სტუდენტმა დაასრულა.

უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიებაზე სტუდენტებს სწავლის დასრულება მიულოცა და სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

“ძვირფასო კურსდამთავრებულებო, დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი დღეა თქვენს ცხოვრებაში. თქვენ დაეუფლეთ და შეუერთდით მსოფლიოში ყველაზე ჰუმანური პროფესიების რიგებს.

ყოველთვის ეცადეთ, გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა და პროფესიული უნარები და არასოდეს გაჩერდეთ მიღწეულ შედეგზე. არ მოგერიდოთ, ჰკითხოთ და მოუსმინოთ კოლეგებს, მინდა გახსოვდეთ, რომ აბსოლუტურად ერთნაირი შემთხვევები არ არსებობს და მიუხედავად მათი დიაგნოსტიკური იდენტურობისა, მიმდინარეობა ყველა ორგანიზმში ძალიან თავისებურია. ამიტომ გთხოვთ, ყოველთვის, თუნდაც ერთი შეხედვით რუტინულ შემთხვევასაც მიუდგეთ მაქსიმალური გულისყურით და პაციენტისადმი გულისხმიერებით“, - განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

უნივერსიტეტის ცნობით, ღონიძიებაზე სტუდენტებს, ასევე, სიტყვით მიმართეს და შემდგომ პროფესიულ სარბიელზე გზა დაულოცეს: მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან რუხაძემ; სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნანა ყიფიანმა; ფარმაციის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ჩიკვილაძემ; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მარინა ციმაკურიძემ; ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა მასხულიამ; საექთნო საქმისა და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების კოორდინატორმა მედეა ჯღარკავამ.

„ფაკულტეტის დეკანებმა ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტები სიმბოლურად მანტიებით შემოსეს.

ღონისძიების კულმინაციას წარმოადგენდა ფიცის დადების ცერემონიალი, რომელიც სტუდენტების მიერ ერთხმად იქნა წარმოთქმული.

გამოსაშვებ საღამოს უძღვებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი გიორგი ჭიჭინაძე, ხოლო ორგანიზატორი იყო თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახური.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს და უსურვებს წარმატებებს პროფესიული განვითარების გზაზე!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა