საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია ხედვის - „როგორ უნდა შესრულდეს 9 ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების დასაწყებად“, პრეზენტაციას გამართავს

12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიციამ, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (ყოფილი ღია საზოგადოების ფონდის) ლიდერობით, შეიმუშავა დეტალური ხედვა, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეფექტურად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი, რათა ქვეყანა გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე და ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნას.

კოალიციის ინფორმაციით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხედვის მედიისთვის პრეზენტაცია 27 თებერვალს, 11:00 საათზე, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ოფისშია დაგეგმილი.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხედვა წარმოდგენილია მატრიცის სახით და ეყრდნობა ევროკომისიის, ევროპული საბჭოს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებსა და რეკომენდაციებს, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კვლევებსა და ანგარიშებს.

„9 ნაბიჯის ეფექტურად შესრულების ხედვის შემუშავებაზე მუშაობენ ის ორგანიზაციები (CSF, GDI, DRI, Sapari, Court Watch, GMC, GRASS, GFSIS), რომლებიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას აკვირდებოდნენ - მათი ჩართულობით, გასული წლის მანძილზე გამოიცა მონიტორინგის ექვსი ანგარიში - სტატუსმეტრი, რომელიც დიდწილად თანხვედრაში იყო ევროკომისიის შეფასებებთან. ამჟამად კოალიციას შემოუერთდა კიდევ ოთხი ორგანიზაცია (GYLA, ISFED, SJC, IDFI), რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება და სიღრმისეული ექსპერტიზა შესაბამის სფეროებში.

9 ნაბიჯის შესაბამის თემატურ მიმართულებებზე მომუშავე

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არიან:

დეზინფორმაციასთან ბრძოლა: საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის გაუმჯობესება: რონდელის ფონდი (GFSIS) ;

პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა: საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS,) თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);

საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

მართლმსაჯულების რეფორმა: სასამართლოს გუშაგი (Court Watch); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC);

კორუფციასთან ბრძოლა: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)

დეოლიგარქიზაცია: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);

ადამიანის უფლებები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) ; სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); რონდელის ფონდი (GFSIS); საფარი.

„ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი მრავალგანზომილებიანია და მათი შესრულება კომპლექსურ მიდგომებს მოითხოვს. წარმოდგენილი ხედვის საფუძველზე, არაფორმალური კოალიცია ამ პროცესის მონიტორინგს გააგრძელებს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს და შეეცდებიან, ხელი შეუწყონ როგორც ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, ისე რეფორმების პროცესის გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის გაზრდას. ამავდროულად, კოალიცია მზადაა ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის სამუშაო ფორმატებში სისტემური და ფუნდამენტური რეფორმების ხელშესაწყობად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ