თინა ბოკუჩავა - კოსმეტიკური ცვლილებები, რომლებსაც ივანიშვილის პარტია გვთავაზობს, არ ემსახურება ანტიკორუფციული ბიუროს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას

9 დათქმის მნიშვნელოვანი ნაწილია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება, ეს უკავშირდება სასამართლო რეფორმას, უკავშირდება დეპოლარიზაციას და პოლიტიკური პროცესების ნორმალიზაციას. ამიტომ, სწორედ ქვეყნის ევროპული მომავლისა და ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში ჩვენ ვისაუბრეთ პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაზე , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა სწორედ პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა, რა დროსაც საუბარი შეეხო ევროპულ დღის წესრიგსა და 9 დათქმაზე, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს და რომელთან დაკავშირებითაც, ბოკუჩავას განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ კონკრეტული ხედვა.

„სააკაშვილის გათავისუფლება არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი და არა მხოლოდ პიროვნული ან პარტიული. ამიტომ, ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე, მაგრამ მე არ მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ პრეზიდენტის ნაცვლად გავაკეთო განმარტებები მის განწყობაზე ან ჩვენი დისკუსიის უშუალო დეტალებზე ", - განაცხადა ბოკუჩავამ.

მან ანტიკორუფციული ბიუროს როლსა და მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის პირობებში ის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი ხდება.

„ანტიკორუფციული ბიურო არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, რომლის დამოუკიდებლობა არის მნიშვნელოვანი, მათ შორის, ევროპული დღის წესრიგის კონტექსტში, სადაც პირდაპირ საუბარია ანტიკორუფციულ ბიუროზე. ბუნებრივია, ის კოსმეტიკური და არასაფუძვლიანი ცვლილებები, რომლებსაც ივანიშვილის პარტია გვთავაზობს, არ ემსახურება ანტიკორუფციული ბიუროს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არასდროს შეებრძოლება ელიტურ კორუფციას, რომელზეც მისი რეჟიმი დგას. ამისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შემოთავაზებები ამ ინსტიტუციის გასაძლიერებლად, რომელიც, მათ შორის, პრეზიდენტს გავუზიარეთ წერილობითი ფორმით და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ამ ინსტიტუციას მიენიჭება ის კონსტიტუციური და საკანონმდებლო როლი, რომელიც მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია ხალხთან.

ანტიკორუფციული ბიურო ივანიშვილის პარტიის პირობებში ხდება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი და არა ელიტური კორუფციის დევნის ინსტრუმენტი, იმიტომ, რომ ივანიშვილმა შექმნა ეკონომიკა, რომელიც მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ მასზე, მის გარემოცვასა და ელიტაზე და ინსტიტუციები არ ემსახურება ხალხის ინტერესს",- განაცხადა ბოკუჩავამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ