აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს წინ თავი დაიწვა, გარდაიცვალა

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს წინ თავი დაიწვა, გარდაიცვალა

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს წინ თავი დაიწვა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის საჰაერო ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად, გუშინ ღამით, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ამერიკელმა სამხედრომ ღაზაში მიმდინარე ომის პროტესტის ნიშნად ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს წინ თავი გუშინ დაიწვა.