"საქართველოსთვის“ - ნინო ლაცაბიძე არის არა რუსთაველების მერი, არამედ „ოცნების“ ბიზნეს ჯგუფების მომსახურე პერსონალი

ნინო ლაცაბიძე არის არა რუსთაველების მერი, არამედ „ოცნების“ ბიზნეს ჯგუფების მომსახურე პერსონალი, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „საქართველოსთვის” ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე სასამართლოს „ოცნების“ დამფინანსებელი დეველოპერების ბიზნესინტერესების დასაცავად იყენებს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ უპრეცედენტო სასამართლო დავას - რუსთავის მერი რუსთავის და რუსთაველების წინააღმდეგ.

რუსთავის მერი - ნინო ლაცაბიძე „ოცნების“ დამფინანსებელი დეველოპერების ბიზნესინტერესების დასაცავად მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რუსთავის საკრებულოს წინააღმდეგ იყენებს.

აღნიშნული დავა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნინო ლაცაბიძე არის არა რუსთაველების მერი, არამედ „ოცნების“ ბიზნეს ჯგუფების მომსახურე პერსონალი.

ყველა ის დეველოპერული პროექტი, რის გამოც მერი საკრებულოს უჩივის, მათ შორის კობახიძე-კალაძის დაჯგუფების კომპანიის - „არქის“ პროექტები, „ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიღწეული ფარული გარიგებითა და მათი მხარდაჭერით, ჩვენი წინააღმდეგობის მიუხედავად, უკვე მიიღო, თუმცა სახელისუფლებო მედიასაშუალებები, დეზინფორმაციის და ტყუილების გავრცელებას ისევ განაგრძობენ არარსებულ კოალიციაზე და ამ კონკრეტულ ფაქტს მიზანმიმართულად მალავენ.

როგორც ჩანს, რუსთავის მერისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ "ოცნების" დამფინანსებელი დეველოპერების პროექტები, რომლის განხორციელებაც ქალაქის ურბანული დამახინჯებისა და მწვანე სივრცეების უგულვებელყოფის ხარჯზე ხდება.

ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც საკრებულოში პრინციპულად იცავს და მომავალშიც დაიცავს რუსთაველების ინტერესებს, არის ჩვენი პოლიტიკური გუნდი “საქართველოსთვის”, ყოველთვის ვამხელთ „ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებულ ფარულ კოალიციას, რომელიც უკვე საერთო ბიზნესინტერესებით მოქმედებს რუსთავში”, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს