პაატა მანჯგალაძე - ხალხი ივანიშვილის ცრუ დაპირებებს არ ჭამს, ქართველ ადამიანს ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ უკვე არანაირი ნდობა აღარ აქვს

მჯერა, რომ ის ხალხი, ვისაც საქართველოს, თავისი შვილებისა და ოჯახების მომავალი ადარდებს, ბევრად უფრო მეტნი ვართ, ვიდრე ივანიშვილი და მისი ხალხი მძარცველების ჯგუფი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, სამართლიანი არჩევნების პირობებში ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება და ხალხი გაიმარჯვებს.

,,ხალხი ივანიშვილის ცრუ დაპირებებს არ ჭამს. ეს არჩევნები იქნება ერთი მხრივ, არჩევანი ეკონომიკურ გაძლიერებას, ევროკავშირსა და დასაქმებას შორის, ხოლო მეორე მხრივ, ივანიშვილს, სიღარიბესა და უმუშევრობას შორის, რომელიც 12 წლის მანძილზე ამ ხელისუფლებამ მოიტანა. ქართველ ადამიანს ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ უკვე არანაირი ნდობა აღარ აქვს.

შესაბამისად, არჩევანი მარტივია: ვისაც უნდა ევროკავშირი, მაღალანაზღაურებადი სამსახური, ემიგრანტების დაბრუნება ოჯახებში, ეკონომიკური სიძლიერე - მხარს დაუჭერს ცვლილებებს, ხოლო ვისაც უნდა ივანიშვილის რეჟიმი, მოსწონს სიღარიბე და უმუშევრობა - მხარს დაუჭერს ხელისუფლებას.

მე მჯერა, რომ ის ხალხი, ვისაც საქართველოს, თავისი შვილებისა და ოჯახების მომავალი ადარდებს ბევრად უფრო მეტი ვართ, ვიდრე ივანიშვილი და მისი ხალხი მძარცველებს ჯგუფი.

სამართლიანი არჩევნების პირობებში ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება და ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს’’, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია