ირაკლი მხეიძე სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების  თანამშრომლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი მხეიძე, შრომის ინსპექციის სამსახურის, სოციალური მომსახურების, სახელმწიფო ზრუნვისა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარებისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოების თანამშრომლებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ირაკლი მხეიძემ სააგენტოების ხელმძღვანელებთან მიმდინარე პროგრამები, სამომავლო გეგმები და არსებული გამოწვევები განიხილა.

„მინისტრის მოადგილემ თანამშრომლებს სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო და განაცხადა, რომ მიმდინარე რეფორმებისა და პროგრამების სრულყოფილად განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია, პროცესების ეფექტური მონიტორინგი და თითოეული თანამშრომლის ჩართულობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა