ილია დარჩიაშვილმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, ომარ ზნიბერთან შეხვედრა გამართა

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, ომარ ზნიბერთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა ომარ ზნიბერს მიულოცა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტად არჩევა და დაუდასტურა ქართული მხარის მზაობა თანამშრომლობისთვის საბჭოს მიერ განსაზღვრულ ყველა პრიორიტეტულ საკითხთან დაკავშირებით.

ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს, როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრის (2023-2025წწ) საქმიანობაზე, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების- ქალების, ბავშვების, შშმ პირების, უმცირესობების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვაზე. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. აღინიშნა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მძიმე ჰუმანიტარული გარემო და ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შესვლის აუცილებლობა. ილია დარჩიაშვილმა ომარ ზნიბერს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებზე, ისევე როგორც საოკუპაციო რეჟიმის სხვა უკანონო ქმედებებზე, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების რუსეთის ფედერაციისთვის მფლობელობაში გადაცემის თაობაზე. მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან" მხარდაჭერისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გაეროს დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობას. საუბარი შეეხო კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და გაეროს როლს ამ ფორმატში. აღინიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იმისათვის რომ რუსეთმა შეასრულოს ვალდებულებები, გაიყვანოს ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, მოხდეს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაშვება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სახლებში დაბრუნება. ილია დარჩიაშვილი 26-27 თებერვალს ქ. ჟენევაში ვიზიტით იმყოფება. საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით წარსდგა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 55-ე სესიაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში