აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ე.წ. ციტრუსის პავილიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთის სოფელ ქაქუთში ციტრუსის პავილიონის შენობის განსხვისებასთან დაკავშირებით ადგილობრივების პროტესტს ეხმაურება.

განცხადების თანახმად, პავილიონის განკარგვა 2013 წელს კანონმდებლობის შესაბამისად მოხდა და მესაკუთრემ ციტრუსის პავილიონის პროფილის შენარჩუნება 20 წლის ვადით უნდა უზრუნველყოს.

“ქაქუთის ე.წ. ციტრუსის პავილიონის განკარგვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჯერ კიდევ 2013 წლის 22 აგვისტოს განხორციელდა. მესაკუთრეს განესაზღვრა კონკრეტული ვალდებულებები, რომელთაგან დღეისათვის ყველა შესრულებულია. ხელშეკრულების პირობის მიხედვით მესაკუთრემ ე.წ. ციტრუსის პავილიონის პროფილის შენარჩუნება 20 წლის ვადით უნდა უზრუნველყოს”,- აცხადებენ უწყებაში.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. როგორც ადგილობრივები „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, სოფელ ქაქუთში ციტრუსის მიმღები საწარმოს გასხვისების ფაქტს ეწინააღმდეგებიან.

აქციის მონაწილეების თქმით, ადგილობრივ მთავრობას ათდღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შენობის ინვესტორზე გადაცემის ფაქტს არ დაუშვებენ და პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს