ოლაფ შოლცი - ჩვენ ომის მხარე არ გავხდებით

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემის წინააღმდეგობის მიზეზად გერმანიის ომში ჩართვის რისკი დაასახელა.

„ერთი რამ ცხადია, ჩვენ ომის მხარე არ გავხდებით - არც პირდაპირ და არც ირიბად. ეს ორი პრინციპი ჩემს ყველა გადაწყვეტილებას ხელმძღვანელობს. ეს სიცხადე აუცილებელია. მაკვირვებს ის, რომ ზოგიერთ ადამიანზე ეს არც კი მოქმედებს. ისინი არც კი ფიქრობენ იმაზე, შეიძლება თუ არა იმან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ომში ჩართვა გამოიწვიოს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

შოლცმა აღნიშნა, რომ Taurus-ის რაკეტების შესახებ დებატების დროს ბალანსის ნაკლებობა გამაღიზიანებელია და ის, რაც ახლა უკრაინას აკლია, საბრძოლო მასალაა.

„ეს ძალიან შორ მანძილზე მოქმედი იარაღია და რასაც ბრიტანელები და ფრანგები სამიზნე კონტროლისა და თანმხლები სამიზნე კონტროლის კუთხით აკეთებენ, გერმანია ვერ გააკეთებს. ყველამ, ვინც ამ სისტემასთან შეხება აქვს, ეს იცის“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია