ვიქტორ ორბანი ნავალნიზე - შოვინისტები პატივისცემას არ იმსახურებენ, ისინი, ვინც ქართველებს „მღრღნელებს“ უწოდებდნენ

ალექსეი ნავალნი პატივისცემის ღირსი არ არის, რადგან შოვინისტი იყო. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„უნგრეთის პარლამენტში შოვინისტები პატივისცემას არ იმსახურებენ და ისინი, ვინც რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართველებს „მღრღნელებს“ უწოდებდნენ, პატივისცემას ვერ მიიღებენ“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

პარლამენტის სხდომაზე უნგრელმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ნავალნის ხსოვნას წუთიერი დუმილითა და ფეხზე წამოდგომით მიაგეს პატივი. ვიქტორ ორბანმა და პარტია „ფიდესის“ წევრებმა წუთიერ დუმილსა და ფეხზე წამოდგომაზე უარი განაცხადეს.

ვიქტორ ორბანმა მმართველი პარტიის წევრებს ნავალნის მიმართ დაბალანსებული მიდგომისთვის მადლობა გადაუხადა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია