ნინო ლომჯარია - ჯამში ოპოზიციური განწყობები მეტია, ვიდრე სახელისუფლებო, მაგრამ, რადგან კონფიგურაცია არ დგება, ეს ამომრჩევლის ფრუსტრაციას და იმედგაცრუებას იწვევს - მალე უნდა იყოს გადაწყვეტილებები, ბევრი დრო არ დარჩა

ჯამში ოპოზიციური განწყობები მეტია, ვიდრე სახელისუფლებო, მაგრამ იმის გამო, რომ გამარჯვების კონფიგურაცია არ დგება, ეს იწვევს პირველ რიგში ამომრჩევლის ფრუსტრაციას და იმედგაცრუებას, რომ არაფერი არ შეიცვლება, - ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ამომრჩეველს ბიულეტენში ბევრი არჩევანი არ უნდა დახვდეს, რადგან ეს ოპოზიციურ ხმებს გაფანტავს.

„რაღაც ტიპის დაჯგუფებით უნდა დასრულდეს პოლიტიკურ სპექტრში შექმნილი გაუგებრობა. პირდაპირ ვერავის ვერ ვეტყვი ვინ სად წავიდეს, ეს არ არის ჩემი საქმე, მაგრამ ჩაატარონ კვლევები, შეხედონ ამ სურათს ამომრჩევლის თვალით. უკვე მალე უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილებები იმიტომ, რომ ბევრი დრო არ დარჩა და ამომრჩეველს ბიულეტენში არ უნდა დახვდეს ბევრი არჩევანი იმიტომ, რომ ეს ხმებს გაფანტავს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარიას თქმით, არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრების გამსხვილების ნაცვლად ახალი პარტიების შექმნას არ უნდა ვხედავდეთ.

„8 თვეა დარჩენილი არჩევნებამდე და რატომღაც მეც მეგონა და ალბათ, ბევრი ფიქრობდა, რომ იმდენად ცხადი და ნათელია, რა შეიძლება იყოს გამარჯვების კონფიგურაცია და იმდენად ლოგიკურია, რომ რა უნდა მომხდარიყო, რომ მე მეგონა, ეს პროცესი გაცილებით ადრე დაიწყებოდა და დასრულდებოდა. რეალურად ძალიან ცოტა დროა დარჩენილი არჩევნებამდე და ჩვენ არა თუ გამსხვილებას ვხედავთ ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრების, არამედ იქმნება ახალი პარტიები. უკვე არსებულებიდან ყველა აცხადებს, რომ თვითონ არიან განსაკუთრებულები, უნიკალურები, რომ ცალკე უნდა გავიდნენ არჩევნებზე. ეს ყველაფერი მიდის იმისკენ, რაც არის ყველაზე ცუდი სცენარი. იმ შემთხვევაში, თუ მათ უნდათ არჩევნებში გამარჯვება, თუ უნდათ მმართველი პოლიტიკური ძალის დამარცხება, რომელიც უკვე 12 წელია ერთპარტიულად მართავს ამ ქვეყანას და კიდევ 16 წელი უნდა, მე ვფიქრობ, რომ დროა, ვისაც გვაწუხებს ეს მდგომარეობა, ვინც გულშემატკივარია ამ ქვეყანაში მრავალპარტიული, კოალიციური მმართველობის, ვისაც უნდა დამოუკიდებელი ინსტიტუტები, სამართლიანი არჩევნები და ა.შ. ხმამაღლა უნდა დავიწყოთ ამაზე საუბარი. ველოდებით, ვუყურებთ ვინ რას გადაწყვეტს და პროცესები ისე მიდის, რომ საკუთარი ეგოები, ამბიციები სძალავს და თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ გადალახავს 5%-იან ბარიერს. ეს არ უნდა იყოს არცერთი პარტიის თვითმიზანი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ