ილია დარჩიაშვილი გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ვოლკერ ტურკს შეხვდა

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ვოლკერ ტურკს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა, გამოწვევებით სავსე პერიოდში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის როლსა და დატვირთვას გაუსვა ხაზი.

უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებასა და ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებზე ისაუბრა.

„მინისტრმა ხაზი გაუსვა გაეროს დღის წესრიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული ვითარების მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას. ასევე, აღნიშნა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობა.

აღინიშნა გაეროს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში და ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაზე „თანამშრომლობა საქართველოსთან".

მინისტრმა ასევე ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე და გაეროს განსაკუთრებულ როლზე ამ პროცესში.

შეხვედრის დასასრულს ილია დარჩიაშვილმა უმაღლესი კომისარი საქართველოში მოიწვია.

ილია დარჩიაშვილი 26-27 თებერვალს, ჟენევაში ვიზიტით იმყოფება. 26 თებერვალს, მინისტრი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია