ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელი ლიდერების არაფორმალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ემანუელ მაკრონის მიერ ორგანიზებულ ევროპელი ლიდერების არაფორმალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

„რუსეთის თითოეული დანაკარგი და თითოეული მარცხი როგორც რუსეთს, ისე ევროპისა და ზოგადად, თავისუფალი სამყაროს ნებისმიერ სხვა მტერს ასწავლის, რომ აგრესიას შედეგი არ მოაქვს. თანამშრომლობა და მონდომება, ის ორი პასუხია, რომელიც ომის დასრულებისა და მშვიდობის მოახლოების შესახებ დასმულ კითხვაზე ყველამ უნდა გასცეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა პარიზის სამიტის დისკუსიების შინაარსი არ დააკონკრეტა მაგრამ აღნიშნა, რომ მთავარ თემას უკრაინის სტაბილურობისა და შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენდა.

„რა თქმა უნდა, ჩვენი არსენალი, იარაღის წარმოების უნარი, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და მხარდაჭერის უწყვეტობა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს