უკრაინამ და ნორვეგიამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს

უკრაინამ და ნორვეგიამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.­

„ჩრდილოეთ ევროპაში ნორვეგია ჩვენი მთავარი პარტნიორია, სამხედრო თვითმფრინავების კოალიციის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც უკრაინას სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღიდან მხარს უჭერს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ ჩვენი სახელმწიფოების უსაფრთხოების ვალდებულებების გაფორმების პროცესი დავიწყეთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცის ცნობით, მხარეებმა მომავალი შეთანხმების ძირითადი სტრუქტურული ელემენტები განიხილეს.

ცნობისთვის, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებები დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, დანიასთან, იტალიასთან და კანადასთან უკვე გააფორმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს