ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ ისრაელი-ღაზის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ორშაბათამდე მოხდება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, იმედოვნებს, რომ ისრაელი-ღაზის ომში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა მომავალი კვირის ორშაბათამდე მოხდება.

„ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ჩემი მრჩეველი მეუბნება, რომ ახლოს ვართ. ჯერ არ დაგვისრულებია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალ ორშაბათს ცეცხლის შეწყვეტა გვექნება“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ისრაელელი მძევლების გათავისუფლების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია. „მივაღწიეთ პროგრესს ეგვიპტეს, ისრაელს, შეერთებულ შტატებსა და კატარს შორის მოლაპარაკებებში“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია