„ფრაისუოთერჰაუსკუპერსი“ (PwC) საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი გახდა

აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებების სფეროში წამყვანი ფირმა „ფრაისუოთერჰაუსკუპერსი“ (PwC) საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი გახდა, რომლის გლობალური ქსელი 2024 წელს თავისი არსებობის 175 წელს აღნიშნავს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს. მათი ცნობით, PwC წარმოადგენს პროფესიული მომსახურების ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას მსოფლიოში და ე.წ. დიდი ოთხეულის წევრია.

„PwC საქართველოში კლიენტებს 1996 წლიდან ემსახურება, 2005 წელს კი თბილისში წარმომადგენლობითი ოფისი გახსნა, სადაც 120-ზე მეტი ქართველი პროფესიონალია დასაქმებული.

ძირითადი მიმართულებების აუდიტისა და საგადასახადო მომსახურებების გარდა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში PwC საქართველომ კლიენტთა მოთხოვნებს უპასუხა და გააფართოვა მომსახურებების სფერო იურიდიული კონსულტაციების, ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებისა და PwC ტრენინგების აკადემიის მიმართულებებით. მომსახურების ხარისხის გარდა PwC ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

PwC საქართველოს პროფესიონალთა უმრავლესობა სწავლებას გადის ბუღალტერთა საერთაშორისო ასოციაციაში (ACCA), ამ კვალიფიკაციის მქონე წევრები ხელს უწყობენ საქართველოში ბიზნესების განვითარებას.

PwC საქართველო, აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით პირველ ადგილზეა საქართველოს ბაზარზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მივესალმებით PwC-ის საქართველოს ბიზნესასოციაციაში, ფირმის წარმატებული არსებობა რეგიონში და მისი საქართველოს ბაზარზე დაწინაურებული მდგომარეობა განაპირობა სწორმა ბიზნეს ხედვამ და რეგიონისადმი ერთგულებამ. 18 წლის განმავლობაში, PwC-იმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში და კვლავაც განაგრძობს ამ მიმართულებით საქმიანობას. დარწმუნებული ვართ, რომ PwC კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და ერთიანი ხედვით შევძლებთ ბიზნესის საუკეთესო ინტერესების ადვოკატირებას“, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
ფარხატ მამედოვი - ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა