ნიკა სიმონიშვილი - არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ „ქართული ოცნება“ არამხოლოდ არასამთავრობოებს ესხმის თავს, არამედ დონორებსაც - მათ აწუხებთ, რომ ეს სექტორი ისევ იღებს დაფინანსებას, მაგრამ დონორებს ეჭვი არ ეპარებათ ამ ორგანიზაციების ობიექტურობაში

არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ „ქართული ოცნება“ პაპუაშვილის სახით არამხოლოდ არასამთავრობოებს ესხმის თავს, არამედ დონორებსაც. იმ დონორებს, რომლებიც ჯერ კიდევ აძლევენ დაფინანსებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ თვალში ყველაზე უხერხულ ოპონენტებად არიან ქცეულები,- ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც არასამთავრობო სექტორისა და მათი დამფინანსებელი დონორი ორგანიზაციების მისამართით „ქართული ოცნების“ ლიდერების ბოლო პერიოდის განცხადებებს გამოეხმაურა.

სიმონიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ აწუხებს, რომ დონორები, ხელისუფლების კრიტიკის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსებას აძლევენ.

„ქართულ ოცნებას“ ძალიან აწუხებს, რომ ქვეყანაში გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ეს არის პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვება და ობიექტური დასკვნების გაკეთება. ეს ორგანიზაციები ვერ გააკეთებენ საკუთარ საქმეს, თუ ფინანსები არ ექნებათ. ვერავინ იმუშავებს ხელფასის გარეშე.

„ქართულ ოცნებას“ ეს აწუხებს, რომ დონორები ჯერ კიდევ აძლევენ დაფინანსებას და ალბათ, კიდევაც მისცემენ იმ არასამთავრობოებს, რომლებიც განსაკუთრებით კრიტიკულები არიან მათ შორის ხელისუფლებისა და მიმდინარე პროცესებისადმი.

ვფიქრობ, დონორებს ეჭვი არ ეპარებათ ამ ორგანიზაციების ობიექტურობაში. ეს აწუხებთ ყველაზე მეტად პაპუაშვილს და სხვებს, რომ ეს ორგანიზაციები დაფინანსებას იღებენ და აგრძელებენ იმ საქმიანობას, რომელიც მტკივნეულია „ქართული ოცნებისთვის“. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ „ქართული ოცნება“ პაპუაშვილის სახით არამხოლოდ არასამთავრობოებს ესხმის თავს, არამედ დონორებსაც. იმ დონორებს, რომლებიც ჯერ კიდევ აძლევენ დაფინანსებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ თვალში ყველაზე უხერხულ ოპონენტებად არიან ქცეულები“,-აღნიშნა სიმონიშვილმა.

მან პარლამენტში 9 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე გამართულ სამუშაო შეხვედრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სამუშაო ჯგუფებში, დისკუსია საერთოდ სხვა პოლიტიკურ განზომილებაში გადავიდა“, რასაც მისივე შეფასებით „ხელი შეუწყო „ნაციონალური მოძრაობის“ სრულიად უკონტექსტო ინიციატივამ“.

„ზოგადად, არ მესმის, „ნაციონალური მოძრაობა“ მოსამართლეთა „ვეტინგზე“ რატომ საუბრობს? რატომ არის მათთვის ეს პოლიტიკურად მომგებიანი არგუმენტი მაშინ, როდესაც სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება სწორედ ამ პროცედურით დაიწყეს თავის დროზე. არცერთი საერთაშორისო ინსტიტუცია ჩვენ არ გვთხოვს მოსამართლეთა „ვეტინგს“. რომ ავდგეთ და ვთქვათ, რომ ყველას უნდობლობას ვუცხადებთ და თავიდან დანიშვნა უნდა წავიდეს, ამას არცერთი ორგანიზაცია არ გვეუბნება. სადაც საუბარი იყო „ვეტინგთან“ დაკავშირებით, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევა. არც ევროკავშირს და ამერიკას, არც რომელიმე ქვეყნის საელჩოს და არასამთავრობოებს არ გვითქვამს ეს“, - აღნიშნა სიმონიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო