ნინო დოლიძე - ძალიან მნიშვნელოვანია 2024 წლის არჩევნები კარგად ჩატარდეს, რათა შემდგომი ნაბიჯი გადავდგათ ევროინტეგრაციის პროცესში - არ უნდა იყოს ზეწოლა, მუქარა, ყველა ის ფაქტი, რაც გასულ არჩევნებზე გვინახავს

ძალიან მნიშვნელოვანია 2024 წლის არჩევნები კარგად ჩატარდეს, რათა შემდგომი ნაბიჯი გადავდგათ ევროინტეგრაციის პროცესში, - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს თავისუფალი ნების გამოხატვის საშუალება, არ იყოს ზეწოლა და მუქარა, "ყველა ის ფაქტი, რაც გასულ არჩევნებზე გვინახავს".

„ძალიან მნიშვნელოვანია 2024 წლის არჩევნები კარგად ჩატარდეს, რათა გადავდგათ შემდგომი ნაბიჯი ევროინტეგრაციის პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პროცესი, არჩევნების დღე და შემდგომ პერიოდი თავისუფალი და სამართლიანი იყოს, ეს გულისხმობს, რომ ეუთო/ოდირის სტანდარტების შესაბამისად ამომრჩეველს ჰქონდეს თავისუფალი ნების გამოხატვის საშუალება, არ იყოს ზეწოლა და მუქარა, ყველა ის ფაქტი, რაც გასულ არჩევნებზე გვინახავს.

ასევე მნიშვნელოვანი, არ მოხდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. მკვეთრი ზღვარი იყოს ხელისუფლებასა და მმართველ პოლიტიკურ პარტიას შორის. ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა. სამწუხაროა, რომ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან“,- აღნიშნა დოლიძემ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა