იაგო ხვიჩია - როცა „ქოცები“ გმართავენ, იცი, როგორ ხდება პოლიტიკური კორუფცია და ამ დროს ჩემი დეკლარაციის შემოწმებას იწყებ, რომელსაც პარლამენტში შემოსვლის შემდეგ ერთი კაპიკი არ უშოვია, ხვდები, რა ტიპის ფარისევლები არიან

იდიოტები არიან - მაშინ, როცა "ქოცები" გმართავენ, იცი, ქვეყანაში როგორ ხდება პოლიტიკური კორუფცია და ამ დროს ჩემს შემოწმებას იწყებ, რომელსაც პარლამენტში შემოსვლის შემდეგ ერთი კაპიკი არ უშოვია, ხვდები, რა ტიპის ფარისევლები არიან, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ანტიკორუფციულო ბიურო 30 ოპოზიციონერის, მათ შორის, მისი დეკლარაციის შესწავლას იწყებს.

ხვიჩია აცხადებს, რომ მზად არის მათთან საჯარო დისკუსიისთვის.

„იდიოტები არიან, ვერ ხვდებიან, რომ არანაირი ფული, ქონება, სამწუხაროდ, არ მიშოვია პარლამენტში რომ შემოვედი. წინა წელს არ მოეწონათ ჩემი შევსებული დეკლარაცია და დამაჯარიმეს. იმავეს აკეთებენ ახლა, თითქოს კუდიანებს ებრძვიან. მე მზად ვარ - ნებისმიერი მათგანი გამოვიდეს საჯარო დისკუსიაში, რა აღმოაჩინეს, მართლა მაინტერესებს რა ნახეს. მაშინ, როცა „ქოცები“ გმართავენ, „ქოცები“ გნიშნავენ, იცი ქვეყანაში როგორ ხდება პოლიტიკური კორუფციის ამბავი და ჩემს შემოწმებას რომ იწყებ, რომელსაც ერთი კაპიკი არ უშოვია, რაც პარლამენტში შემოვიდა, პირიქით, ჩემი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა ამ პროცესში, ამ დროს ხვდები რა ტიპის ფარისევლები არიან სინამდვილეში ეს ორგანიზაციები და მათი მხარდამჭერი გინდა მედიასაშუალებები და პოლიტიკური აქტორები,"- განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, ანტიკორუფციულ ბიუროსთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებს არანაირი შინაარსი სინამდვილეში არ გააჩნია.

"ანტიკორუფციულთან დაკავშირებულ კანონმდებლობას და პერსონალურ მონაცემთა დაცვის რაღაც გიჟობას არანაირი შინაარსი სინამდვილეში არ გააჩნია. ორივე მათგანის ხელმძღვანელს ნიშნავს მთავრობა და ჩვენ გულუბრყვილოდ გვჯერა, რომ მთავრობას მისი დანიშნული კაცი გააკონტროლებს, დასჯის და ა.შ. ხალხს ასეთი სისულელეები არ უნდა ვესაუბროთ, ხალხს უნდა ვუთხრათ, რომ სასამართლო გვჭირდება და სასამართლოს არარსებობის პირობებში, უბრალოდ შეუძლებელია პრემიერი სწორად დასაჯოს, გაასამართლოს ან გამოასწოროს მის მიერ დანიშნულმა მისმა ყოფილმა თანაშემწემ პირობითად,"- განაცხადა ხვიჩიამ.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო, ანტიკორუფციული ბიურო, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს, დამატებით 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიურო შემდეგი თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებს შეამოწმებს: პარლამენტის წევრები: თეონა აქუბარდია; სალომე სამადაშვილი, გელა მიქაძე, ალექსანდრე მოწერელია, ტარიელ ნაკაიძე, ანა ნაცვლიშვილი, ჰერმან საბო, ხათუნა სამნიძე, გუბაზ სანიკიძე, დავით უსუფაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, ანა წითლიძე, არმაზ ახვლედიანი, გიორგი ბოტკოველი, ანა ბუჩუკური, გიორგი გოდაბრელიძე, პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძე, ქეთევან თურაზაშვილი, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, დავით კირკიტაძე, თამარ კორძაია, იაგო ხვიჩია, თეიმურაზ ჯანაშია. საკრებულოს წევრები: ირაკლი ნადირაძე, სოფიო ჯაფარიძე, სალომე კობალაძე, საბა ბუაძე და ცოტნე კობერიძე.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო